ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი სოციალურ ქსელში არტერიული წნევის შემცირებისთვის და სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის თავის გამომწერებს რეკომენდაციას უზიარებს.
„ეს მარტივი სასმელი შეიძლება დაგეხმაროთ არტერიული წნევის შემცირებაში, სისხლში შაქრის დონის უკეთ კონტროლში და წონის დაკლებაშიც ერთდროულად.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
150 მლ წყალი
1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
ცოტაოდენი დარიჩინი
ჭამის წინ მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს ინსულინის მგრძნობელობა, რაც ნიშნავს, რომ სხეული შაქარს უფრო ეფექტურად გამოიყენებს. ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის უკეთ დაბალანსებას და ასევე ამცირებს მადასა და გადაჭარბებულ ჭამას, რაც წონის კლებას ამარტივებს.
ზოგი ადამიანი ამ სასმელს იყენებს ასევე არტერიული წნევის დასარეგულირებლად. ვაშლის ძმარსა და დარიჩინს აქვთ ბუნებრივი ნაერთები, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს მეტაბოლიზმსა და სისხლის მიმოქცევას. მაგრამ გახსოვდეთ — ეს სასწაულმოქმედი საშუალება არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თქვენი ცხოვრების წესია — სწორი კვება, ხარისხიანი ძილი, მოძრაობა და სტრესის კონტროლი.
მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამაც აღვნიშნო: ზოგიერთ ადამიანს ამ სასმელის მიღების შემდეგ თავის ტკივილი ეწყება. მეც მქონია მსგავსი გამოცდილება
. ეს შეიძლება იყოს ორგანიზმის მგრძნობელობის ან შაქრის სწრაფი ცვლილების გამო.
მოერიდეთ ამ სასმელს, თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ ან წნევის დამწევ წამლებს, ან თუ უკვე დაბალი წნევა გაქვთ. ბუნებრივი საშუალებები გონივრულად გამოიყენეთ და ყოველთვის მოუსმინეთ თქვენს სხეულს“, – წერს არუნ ხათრი.
