LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს მეეზოვე, ბათუმისთვის დამახასიათებელ წვიმაში, დიდი მონდომებით გვიდა ქუჩას”

149

პროექტ ,,მწვანე ქალაქები” – ს ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე სოციალურ ქსელში, ბათუმში ერთ-ერთ მეეზოვეზე წერს.

ნაკაშიძის თქმით, ბათუმისთვის დამახასიათებელ წვიმაშიც კი, მეეზოვე დიდი მონდომებით ასუფთავებდა ქუჩას.

ნაკაშიძე ამბობს, რომ მეეზოვის მსგავსად, ბევრი პროფესიაა ისეთი, რომელთა მიერ გაწეულ შრომასაც ყოველდღიურობაში ვერ ვამჩნევთ.

“ეს ადამიანი, მეეზოვე, დილის 6 საათზე, ბათუმისთვის დამახასიათებელ წვიმაში, დიდი მონდომებით გვიდა ქუჩას, საკმაო ხანს ვუყურე, მაინტერესებდა, თუ იეშმაკებდა და “წაიხალტურებდა”, მაგრამ სასიამოვნოდ გაწბილებული დავრჩი…

რამდენი პროფესიაა ასეთი, რომელთა მიერ გაწეულ შრომასაც ყოველდღიურობაში რატომღაც ვერ ვამჩნევთ მანამ, სანამ ისინი გულმოდგინედ შრომობენ, მაგრამ საკმარისია ერთი დღით რაღაც მიზეზით არ იმუშავონ და მთელი ქალაქი ვიგრძნობთ ამ დანაკლისს.

P.S. იმ ადამიანების საყურადღებოდ ვისაც აინტერესებს რატომ ვიხდით დასუფთავების (ან სხვა სახის) მოსაკრებელს, ამ მოსაკრებლის ნაწილი ამ ადამიანების შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება, რომლებიც ძირითადად მაშინ შრომობენ როდესაც ჩვენს უმეტესობას სძინავს” – წერს ლაშა ნაკაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g