LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მის ჰარდის წარმოსახვის ნაყოფია“ – ტრიბუნაზე მდგარი ჯონი დეპი კეიტ მოსთან მომხდარ ინციდენტს დაწვრილებით იხსენებს

703
page

გუშინ, დეპი-ჰარდის სასამართლო პროცესზე კეიტ მოსი დაკითხეს, რომელმაც ჰარდის ბრალდებები უარყო, ჯონის სასარგებლოდ მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ ყოფილ შეყვარებულს მისთვის ხელი არასდროს უკრავს და არც არასდროს უძალადია მასზე.

„ჯონი დეპს არასდროს დაურტყამს ჩემთვის და არც კიბიდან დავუგორებივარ“ – კეიტ მოსის ჩვენება 

ახლა ჯონის ჯერია, ის ტრიბუნაზე კვლავ დადგა, მას იამაიკაზე მომხდარი ინციდენტის დეტალური გახსენება მოსთხოვეს.

„ძალიან ბევრი წლის წინ, მოხდა სწორედ ის რაც კეიტ მოსმა განაცხადა ჩვენებაზე. მახსოვს, ამ ინციდენტის შესახებ მე  მის ჰარდს ვუამბე და მან თავის ფანტაზიებში ყველაფერი გადააკეთა. რეალურად ყველაფერი იყო ასე. იამაიკაზე ვიყავით, მოდიოდა კოკისპირული წვიმა, გამოვედით ბუნგალოდან, სამი პატარა კიბე იყო, კეიტს ფეხი დაუცდა და ჩასრიალდა, წელით დავარდა და როგორც ჩანს, ძალიან ეტკინა, რადგანაც ის ტიროდა. ეს არის რეალური ისტორია, ასე რომ რაც გაჟღერდა, მხოლოდ და მხოლოდ მის ჰარდის წარმოსახვის ნაყოფია“, – განაცხადა ჯონმა.

„მან კეიტ მოსი კიბეებზე დააგორა“ – ემბერ ჰარდის მორიგი სკანდალური განცხადება

ცუდი ამბები ემბერისთვის – კეიტ მოსი ჩვენების მისაცემად ემზადება და ის ფარდას ახდის ყველაფერს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები