LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან კეიტ მოსი კიბეებზე დააგორა“ – ემბერ ჰარდის მორიგი სკანდალური განცხადება

842
page

ემბერ ჰარდი სასამართლო პროცესზე სკანდალური ჩვენებების მიცემას არ წყვეტს. ამჯერად მან გარეშე პირებიც ჩართო ბრძოლაში და საკმაოდ ხმამაღალი განაცხადიც გააკეთა, რომელმაც შესაძლოა ჯონი დეპს კიდევ ერთი საბედისწერო დარტყმა მიაყენოს.

ფოტო: რა ხდება ემბერ ჰარდისა და ჯონი დეპის „ინსტაგრამებზე“, სანამ სკანდალური წყვილი ბრძოლაშია ჩართული

„ჯონი ჯეიმს ფრანკოს ვერ იტანდა და მასთან რომანში მადანაშაულებდა, თვითმფრინავში წიხლი ჩამარტყა, დიდხანს ვეგდე იატაკზე“ – ემბერ ჰარდის ახალი ჩვენება

ემბერ ჰარდი ჯონი დეპს ერთდროულად ილონ მასკთან და კარა დელევინთან ღალატობდა

ჰარდი აცხადებს, რომ დეპი ყოფილ შეყვარებულზე, ქეით მოსზეც ძალადობდა და ის კიბიდან დააგორა.

„ჯონმა კეიტს ხელი ჰკრა და კიბეებზე დააგორა, ეს ამბავი ორი განსხვავებული ადამიანისგან გავიგე და ამის მოსმენა საშინელება იყო“, – აცხადებს ჰარდი.

სავარაუდოდ აღნიშნული განცხადების შემდეგ, დაკითხვაზე 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდელს, კეიტ მოსსაც დაიბარებენ.

შეგახსენებთ, ქეით მოსსა და ჯონი დეპს ოთხწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, ისინი 1997 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. იმ პერიოდში არაერთხელ წერდა დასავლური მედია იმის შესახებ, რომ დეპი-მოსი საკმაოდ ხმაურიანი წყვილი იყო და ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. აღსანიშნავია, რომ დეპ იმ პერიოდშიც აქტიურად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მეტიც, 1994 წელს მსახიობი წესრიგის დარღვევისა და ნომერში ნივთების დაზიანების გამო. დაკავებულიც კი იყო.

ვიდეო: გაუპატიურების შოკის მომგვრელი დეტალები – ემბერ ჰარდმა სასამართლოზე „ბრძოლის ველის“ ფოტოები გამოაჩინა

ჯონი დეპი „გაფაქტულია“ – ემბერ ჰარდმა სასამართლო პროცესზე სკანდალური ფოტოები გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები