LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმისთვის, ასევე ჩვენი თანამემამულეების თავისუფალი გადაადგილებისთვის“ – რიჟვაძე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

127
თორნიკე რიჟვაძე

„ეს არის რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა თავისუფლად შეძლონ მიმოსვლა ვიზების ნაწილში“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აღნიშნულით რიჟვაძე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო ავიამიმოსვლის გაუქმების თაობაზე და თქვა, რომ „ეს მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმისთვის, ასევე, ჩვენი თანამემამულეების თავისუფალი გადაადგილებისთვის“:

„განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული ფრენები როგორც თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. ეს მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმისთვის, ასევე ჩვენი თანამემამულეების თავისუფალი გადაადგილებისთვის.

„ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება“ - დიმიტრი პესკოვი სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენაზე

„რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვას ორივე ქვეყნის მოქალაქეებისგან“

მინდა გთხოვოთ, რომ გარდა პოლიტიკოსების შეფასებისა, ჰკითხოთ იმ მოქალაქეებს, ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოჯახის წევრები, მეგობრები რუსეთის ფედერაციაში.

ასევე, უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან ტურიზმის სექტორში. ვფიქრობ, კიდევ უფრო კომპლექსურ და სრულ პასუხს მივიღებთ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე.“ – განაცხადა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები