LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულებაა“ – არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ წერილზე

145
არჩილ გორდულაძე

„მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულება – წერილი, რომლითაც ე.წ. ოპოზიციონერები და რეალურად ამ ქვეყნის ღალატში არაერთხელ მხილებულები, მიმართავენ სხვადასხვა თანამდებობის პირს თუ ორგანიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ“, – ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

„სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს“ – სერგო ჩიხლაძე

„მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულება – წერილი, რომლითაც ე.წ. ოპოზიციონერები და რეალურად ამ ქვეყნის ღალატში არაერთხელ მხილებულები, ამ ქვეყნის ინტერესების მომავლის წინაშე ბრალდებული ადამიანები მიმართავენ არაერთხელ, როგორც წარსულში, ისე აწმყოშიც სხვადასხვა თანამდებობის პირს თუ ორგანიზაციას ისევ და ისევ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ, ისევ და ისევ იმისთვის, რომ გააშავონ ჩვენი ქვეყნის სახელი და ახლაც, სხვა არაფერი არ არის თუ არა ასეთივე მოღალატეობრივი და სერგო ორჯონიკიძისეული წერილი, რომლის შინაარსი აბსოლუტურად დაცლილი არის ყველანაირი ფაქტისგან და მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კიდევ ერთი ნიუსი გაჩნდეს მათ ტელევიზიებში. ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ხელებით მართული მარიონეტები არიან რეალურად იმ ძალების მიერ, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი გავლენა და განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობენ ახლა, სამწუხაროდ, ევროპაში“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისათვის, სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g