LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ნამდვილად სირცხვილია საქართველოსთვის“ – გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველს პასუხობს

337
64a6f1449546f

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველის განცხადებას ეხმაურება. რობერტ ამსტერდამის თქმით, თეიმურაზ  წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ღიად აჩენს თავის პერსონას ამ ბრალდებაში.

„ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი თეიმურაზ წიქვაძე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ჩემს კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს თავს ესხმის. წიქვაძის პრეტენზიები თავხედურად არ შეესაბამება სიმართლეს. ნუ მიიღებთ ჩემს სიტყვას და თავად შეხედეთ საჩივარს, რომელშიც არის დოკუმენტი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ამ ყალბი საქმის მთელ წინაპირობას.

„ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა“ – რას წერს ივანიშვილის ადვოკატი

საერთაშორისო სამართლის 40 წელზე მეტი ხნის პრაქტიკაში, ვერ ვიხსენებ, რომ მსგავსი არარსებული მტკიცებულებებით ყოფილიყოს საქმე წარმოდგენილი – ფაქტი, რომელიც ზემოთ მოყვანილი განცხადებით კიდევ მეტად დადასტურდება. ეს ნამდვილად სირცხვილია საქართველოსთვის. ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღიად აჩენს თავის პერსონას ამ ბრალდებაში და როდესაც მისი წარმომადგენელი აღიარებს, რომ საქმე მთლიანად მის მიერ არის განპირობებული და არ არის დაფუძნებული რაიმე რეალურ გამოძიებაზე, ეს აბსოლუტურად ხაზს უსვამს მის უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივაციას და ბიძინას გადაწყვეტილებას, რომ გამოიყენოს სახელმწიფო, რათა შელახოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანი რეპუტაცია. ამ ცრუ ბრალდებებით ისინი შორს ვერ წავლენ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის გამოსავლენად“, – აცხადებს რობერტ ამსტერდამი.

„ვაპირებთ, აგრესიულად ვიმოქმედოთ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამ აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების შემდეგ“ – ბაჩიაშვილის საქმეში საერთაშორისო იურიდიული ფირმა ერთვება 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა დღეს განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის უფლებადამცველის თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირება, „ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებაა“.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეისწავლა, რაც კითხვები გაჩნდა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობით მიმდინარე „მტკვარი ჰესის“ პროექტისა და თავად ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ.

„ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო, ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს” – გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა

mazda magti 5g