LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო, ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს” – გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა

428
BeFunky-collage - 2023-07-07T003857.305

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის უდანაშაულოა.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა.

„ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო, არანაირი აქტი, რომელიც აქ იყო ნახსენები არ ჩამიდენია. შესაბამისად ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს. მეც გაოგნებული ვარ 8 წლის შემდეგ, როგორ შეიძლება.. ქვეყანაში ჩამოვედი 3 კვირის წინ, დატოვება რომ მდომოდა, საერთოდ არ ჩამოვიდოდი”, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.

სახელმწიფო ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებულის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი წარუდგინა – გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა $39 მილიონზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მიითვისა

მთავარი ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g