რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „თურქეთის ავიახაზების“ სოციალური პროექტის „ბედნიერების მარათონი – დედის დღე „თურქეთის ავიახაზებთან“ ერთად“ გამარჯვებული იზა წიგნაძე, 3 მარტს, დედის დღეს, დედასთან შესახვედრად სწორედ „თურქეთის ავიახაზების“ დახმარებით გაემგზავრა.
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „თურქეთის ავიახაზების“ უპრეცედენტო პროექტის გამარჯვებულები დასახელდნენ
👩👧👦 იზა წიგნაძის შეხვედრა ემიგრანტ დედასთან👩👧👦💌 იზა წიგნაძე: „ახლაც გზა იმდენად გაიწელა, იყო დაძაბულობა, დაღლილობა, უძილობა, მაგრამ რაც ახლოს მოვდიოდით დედასთან, თითქოს ძალა გვეძლეოდა და ბედნიერები ვიყავით“ #fortunage #თურქეთისავიახაზები #ვაერთიანებთოჯახებს 👩👧👦იზას დედა: „მაკლია ოჯახთან, შვილებთან ურთიერთობა, ხალხთან ურთიერთობის დეფიციტი მაქვს. კვირები, თვეები ისე გადის, ხალხს ვერ ვხდები“. 💌„დედა, შენ კიდევ მადლობა, რომ ხარ. რასაც ხელს ჰკიდებ, ბოლომდე მიგყავს და ეს რომ გამოგივიდა“ 👩👧👦💌რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „თურქეთის ავიახაზების“ სოციალური პროექტის „დედის დღე „თურქეთის ავიახაზებთან“ ერთად“ გამარჯვებულის, იზა წიგნაძის დედასთან შეხვედრის ემოციური კადრები ბელგიაში ვრცლად პროექტის შესახებ: https://shorturl.at/itDKW shorturl.at
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on პარასკევი, 08 მარტი, 2024
იზა წიგნაძე, რომელმაც დედის შესახებ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ემოციებით სავსე ამბავი მოუთხრო, წერილში აღნიშნავდა, რომ ავთვისებიან სიმსივნესთან მებრძოლ დედასთან შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვაც ჰქონდა, რადგან ეძლეოდა შესაძლებლობა, 8 მარტს, იუბილარი დედის გვერდით ყოფილიყო.
👩👧👦💌 არ ვიცი საიდან დავიწყო, რადგან ასეთი წერილი არასდროს დამიწერია… 💌 შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ დედაზე, რომელიც…
Posted by რადიო ”არ დაიდარდო”/ Radio "Ar Daidardo" on ორშაბათი, 19 თებერვალი, 2024
ეს ნატვრაც რეალობად იქცა. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „თურქეთის ავიახაზების“ სოციალური პროექტის წყალობით, იზა წიგნაძე ბელგიაში იუბილარ დედასთან ერთადაა.
„დეეე, გილოცავ შენს დღეს. მინდა სულ ბედნიერი იყო და გახარებული, რაც ყველაზე მთავარია ჯამრთელი მყავდე. ყველაზე ბედნიერი ვარ, დღეს შენ გვერდით რომ მითენდება დილა, პატარა ბავშვივით ვარ, თითქოს აღარაფერი მაღელვებს და მადარდებს შენ გვერდით უბედნიერესი ვარ“, – წერს იზა წიგნაძე.