LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ოქროს ბიჭები ჩემი მოსწავლეები არიან, რასაც ამ ვიდეოში ისმენთ, არ ისწავლება, მღერის ასეთი დახვეწილი კულტურა თანდაყოლილია“ – რას წერს ვაკო ასათიანი ძმებ დაჩი და საბა ღლონტებზე, რომელთა ვიდეოებიც ინტერნეტსენსაციად იქცა

1244
ვაკო ასათიანი

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ძმები – დაჩი და საბა ღლონტები ასრულებენ კომპოზიტორ ნათია ზეინკლიშვილის სიმღერას „გაზაფხულის მოსვლა მიყვარს“.

ვიდეოს სოციალურ ქსელებში მსმენელის მხრიდან უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა – აღნიშნულ ჩანაწერს არაერთი გაზიარება და მსმენელის უამრავი დადებითი შეფასება აქვს.

ძმების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს ბავშვთა ფოლკლორული სტუდია „შავნაბადას“ პედაგოგი, ანსამბლ „შავნაბადას“ წევრი, ვაკო ასათიანი, რომელიც აღნიშნავს, რომ დაჩი და საბა მისი მოსწავლეები არიან.

ამასთან, როგორც ვაკო ასათიანი წერს, დაჩი ღლონტი მსმენელის წინაშე 7 მარტს წარდგება – ის ვახტანგ კახიძის რეკვიემში სოლოს შეასრულებს.

„მეორე დღეა ამ ვიდეოს მიგზავნიან ახლობლები. მე კი სიამაყით ვპასუხობ ყველას, რომ ეს ოქროს ბიჭები ჩემი მოსწავლეები არიან.

საბა და დაჩი „შავნაბადა“-ს ბავშვთა გუნდში იზრდებოდნენ. იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. შემდეგ უკვე ინდივიდუალურად გავაგრძელეთ.

პირველ რიგში, გამორჩეული ადამიანები არიან და შემდეგ, ასეთივე მუსიკოსები. კარგი ოჯახის შვილები. ხალისიანები, ჭკვიანები და ნიჭიერები.

ის, რასაც ამ ვიდეოში ხედავთ და ისმენთ, არ ისწავლება. მე შეიძლება მივცე მითითება, ვასწავლო აკორდები, როგორც ამ კონკრეტული სიმღერის შემთხვევაში, მაგრამ ეს დამოკიდებულება მუსიკისადმი, მღერის ასეთი დახვეწილი კულტურა, თანდაყოლილია.

ჩემი მეუღლე წლებია მეუბნება, ვ. კახიძის რეკვიემში დაჩის ხმა მესმისო. როგორც კი ამის შანსი გაჩნდა, მოვასმენინეთ მაესტროს და ახლა უკვე რეკვიემის სოლისტიცაა დაჩი.

კონცერტი გაიმართება 7 მარტს. მე უკვე ვნერვიულობ“, – წერს ვაკო ასათიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g