ახალგაზრდა მომღერალი ძმები, დაჩი და საბა ღლონტები ფართო აუდიტორიამ გაიცნო რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეოდან, რომელიც ინტერნეტსენსაციად იქცა.
მათი შესრულება დიდ აღფრთოვანებას იწვევს სოციალური ქსელის მომხმარებლებში. გამომწერები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ძმებმა ერთ-ერთი ურთულესი სიმღერა საოცარი სიზუსტითა და სისუფთავით იმღერეს.