LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა ბედნიერებაა თქვენი მოსმენა! ქართული სული, ქართული გენი! ესაა ქართული სულის უკვდავება“ – ძმების, დაჩი და საბა ღლონტების მორიგი დუეტი

111
ძმები ღლონტები

ახლახან, ახალგაზრდა მომღერალი ძმები, დაჩი და საბა ღლონტები საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტის – „აკუსტიკას“ სტუმრები იყვნენ.

ვიდეო: „ტკბილხმოვანება! საოცარი და საამაყო ქართველი ძმები ხართ“ – ძმების, საბა და დაჩი ღლონტების მორიგი დუეტით მოხიბლული მსმენელი

ძმებმა გადაცემაში მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულეს, მათ შორის, ეთერ ჭელიძის „ჭაღარა თბილისო“.

ისევე როგორც ძმების ყველა სიმღერას, აღნიშნულ დუეტსაც სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება და მსმენელის მხრიდან არაერთი დადებითი კომენტარი მოჰყვა.

„უნაკლოდ შესრულებული სიმღერა“, „აი ეს არის დიდი სიყვარულით და გემოვნებით შესრულებული ქართული სიმღერა, დიდი მადლობა, ასეთი ძლიერი ემოციისთვის“, „რა ბედნიერებაა თქვენი მოსმენა“, „რა ტკბილები ხართ, სასწაულად მღერით, ქართული სული, ქართული გენი! ესაა ქართული სულის უკვდავება, სულ გემღერებოდეთ უტკბილესებო“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g