ძმები – დაჩი და საბა ღლონტები „ტიკ-ტოკზე“ ვიდეოს აქვეყნებენ, სადაც სიმღერას „ქარი კვლავ არხევს“ ბრწყინვალედ ასრულებენ. მათი შესრულება დიდ აღფრთოვანებას იწვევს სოციალური ქსელის მომხმარებლებში. გამომწერები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ძმებმა ერთ-ერთი ურთულესი სიმღერა საოცარი სიზუსტითა და სისუფთავით იმღერეს.
„რა ურთულესი სიმღერაა და როგორ შემოემღერათ 😳 სწორად და სუფთად მღერით. გიტარის აკორდებზე აღარაფერს ვამბობ – მართლა ძალიან კარგები ხართ!“
„ღმერთო, რა საოცარი ბიჭები ხართ! გაიხარეთ ❤️“
„ბრავო, ასეთი რთული სიმღერების შესრულებისთვის!“
„ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი სიმღერაა. ყოჩაღ!“ – წერენ კომენტარებში.
@ghlontebi „ქარი კვლავ არხევს”🎶❤️ #foryou #viral #global #ქართულიმუსიკა #fyp ♬ original sound – Ghlontebi🎶
