LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ორივე მხარე ერთმანეთის ღირსები არიან, “ოცნებამ” ყველაფერი მისცა სააკაშვილის პარტიას. მაგათი გაბუტვის რეალური მიზეზი ის არის, რომ შეთანხმებულები იყვნენ და “ოცნებამ” გადააგდო – ირმა ინაშვილი 

122
BeFunky-collage

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ არავითარი დოკუმენტი ამ შეხვედრაზე არ შემდგარა, ხოლო ის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც გავრცელდა, ინაშვილის თქმით, “თეზისების დონეზე გაჟღერებული სულისკვეთებაა, იმისთვის რომ პოლიტიკური კრიზისის მონაწილე ორივე მხარე დაფიქრდეს”.

“რეალურად, არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ დავწერეთ განცხადებები და არ შევდივართ პარლამენტში, მაგრამ სინამდვილეში სრულფასოვანი დეპუტატები არიან ბოიკოტის რეჟიმში. ემ მომიხსნეს ეს უფლებამოსილება ჩემი ნებით და დეპუტატი აღარ ვარ. ამ 50 დეპუტატმა უნდა გამოიჩინონ მეტი პრინციპულობა, რასაც მე ვერ ვხედავ. შეიტანონ სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში. ახლა “ოცნება” ხომ არღვევს კანონს, ოპოზიციაც ეხმარება.

სინამდვილეში იცით რა ხდება? ეს რეჟიმი ორივე მხარეს აწყობს. “ქართულ ოცნებას” აწყობს თეორიულად ეს დეპუტატები არსებობდნენ და არიან დეპუტატებად.  მეორე მხრივ, ამ ოპოზიციასაც აწყობს ეს რეჟიმიც…

გამოსავალი არსებობს მაგრამ, სინამდვილეში ეს ორი მხარე ერთმანეთის ღირსები არიან. დააკვირდით, თეზისები, რომლებიც წარმოადგინეს, რა ძალთა გადანაწილებაზეა საუბარი, რა როლზე? მაგრამ მე როგორც ვიცი, ოპოზიციას ის კი არ უნდა, რომ რეალურ ბერკეტებზე იყოს საუბარი. ყველაფერი მისცა ოცნებამ სააკაშვილის პარტიამ და ახლა იმაზე არიან გაბრაზებული, რომ ოცნებამ გადააგდო”.- თქვა ირმა ინაშვილმა გადაცემაში “რეაქცია”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g