პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენის შემდეგ მინისტრს “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მიმართა.
დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა - ეკონომიკის მინისტრი
მინისტრის თქმით, სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა სწრაფი ეკონომიკური ზრდაა.
„სიმართლე გითხრათ, მე უფრო მოველოდი ეკონომიკური პოლიტიკის და პოლიტიკური ხედვის მოსმენას, არა მხოლოდ ამ ციფრებს. ციფრები შეიძლება იმატებდეს და ეს კარგია. ნამდვილად არ მინდა ეჭვი შევიტანო თქვენს მიერ გადმოცემულ ფაქტებში. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, საქართველოს მოქალაქეებმა როდის უნდა იგრძნონ?! ვერ გრძნობენ საქართველოს მოქალაქეები ამას. ასე კარგად რომ იყოს მდგომარეობა, როგორც თქვენ გვიყვებოდით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც საქართველოდან გარბის ოჯახებით. ასე კარგად რომ იყოს მდგომარეობა, როგორც გვიყვებოდით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა ქვეყნის საგარეო ვალი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით რამდენი წელიც არ უნდა ვიცოცხლოთ. ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. ამ სოციალურად დაუცველთა რაოდენობაში ძალიან ბევრი ათასი ადამიანი არ შედის, სასაცილო მიზეზების გამო კარგავენ ქულებს. ცოტა გაოცებული ვარ იმ სიმშვიდით და თავდაჯერებულობით, რომელიც თქვენგან გამოსჭვიოდა“,- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.