LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს პატარა ბიჭი სახლიდან ომში გაპარული ილიაა… მებრძოლი სულის ბიჭი იყო “ – ილია ელოშვილის უცნობი კადრები აფხაზეთის ომიდან

410
ilia eloSvili

ეკა ჟვანია პიარის სპეციალისტი გარდაცვლილ ილია ელოშვილის აფხაზეთში ყოფნის კადრებს ავრცელებს. ეკა ჟვანია წერს, რომ ვიდეოში, სადაც ბერეტიანი ბიჭი ჩანს, ილია ელოშვილია.

„ეს პატარა ბიჭი, სახლიდან ომში გაპარული ილიაა. დიახ ეს ბუნჩულა, კეთილი, ადამიანი აფხაზეთის ომგამოვლილი, მებრძოლი სულის ბიჭი იყო.
როცა ვნახე სამინისტროში 2012 წელს, ჩემი სკოლელი, ჩემი უბნელი ისე გამიხარდა-ჩემთვის უცხო და “რაღაცნაირ” გარემოში ბედის საჩუქრად დამხვდა.

რთული პირადი პერიოდი ჰქონდა ემოციურად, “მელაპარაკე დედუ” …. ძალიან დიდი ხანია არ გვილაპარაკია.

დღეს დილიდან “ველაპარაკები”, “ვეჩხუბე” კიდეც….

ბერეტი როგორ გიხდებოდა, ატარეთქო და – ტეხავს ახლა მინისტრის ტოლა კაცი ბერეტით ხომ არ ვივლიო და უხერხულად იცინოდა ❤ – აი, რომ სიამოვნებს კომპლიმენტი და თან არ იმჩნევს. ბევრ რამეს არ იმჩნევდა ბევრს.

დილიდან ვალაგებდი ტექსტს და დავჩლუნგდი მგონი არეულად ვწერ. ვერ გამოვხატავ. უბრალოდ მინდა ასეთი დაგამახსოვრდეთ:
– მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა“ ❤ – წერს ჟვანია.

პირველ ივნისს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაიცვალა.  გარდაცვლილი ილია ელოშვილი  საკუთარ საცხოვრებელ სახლში  მისმა ოჯახის წევრებმა იპოვეს.

თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლთან თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა

დავკარგე ძვირფასი ადამიანი, ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს, შეუძლებელია, გადმოვცე, როგორ ვგრძნობ თავს: კალაძე ილია ელოშვილზე

“ცენტრ პოინტის პრობლემის მოგვარებაში დიდი წვლილი მიუძღვის” – “ადამიანობით გამორჩეული მეგობარი დავკარგე” – როგორ ემშვიდობებიან მეგობრები ილია ელოშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები