LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავკარგე ძვირფასი ადამიანი, ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს, შეუძლებელია, გადმოვცე, როგორ ვგრძნობ თავს: კალაძე ილია ელოშვილზე

2365
Untitled design (3)

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებას, დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება.

“ცენტრ პოინტის პრობლემის მოგვარებაში დიდი წვლილი მიუძღვის” – “ადამიანობით გამორჩეული მეგობარი დავკარგე” – როგორ ემშვიდობებიან მეგობრები ილია ელოშვილს

როგორც კახა კალაძე წერს, მან დაკარგა მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ საკითხში თვალდახუჭული ენდობოდა:

“ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა…

შეუძლებელია, გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო… დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში.

დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული”, – წერს კახა კალაძე.

თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g