LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს პატარა ბიჭი “შაქარას” მეგობარია”-ჟურნალისტები კოვიდით გარდაცვლილ ფეხბურთელს იხსენებენ

1857
2021091100052182330

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარდაცვლილი ბიჭი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნია.

როგორც ირკვევა ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლი იყო და ბო­ლოს გუნ­დი „ვიტ ჯორ­ჯია 2“ – ში თა­მა­შობ­და.

ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელის ტრაგედიას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გამოეხმაურა, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.

როგორც მედიის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში წერენ, ის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის პრო­ცეს­ზე გა­იც­ნეს. ვახო და “შა­ქა­რა” მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

“ისე­თი მშვი­დი და დინ­ჯი იყო. ეს პა­ტა­რა ბიჭი შა­ქა­რას მე­გო­ბა­რია, ერ­თა­დაც თა­მა­შობ­ნენ”,-წერს ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა ფეისბუქში.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი საავადმყოფოში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით 12 დღის წინ შე­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტსმენს ვირუს­მა ფილ­ტვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც ექი­მებ­მა ფეხ­ბურ­თე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები