ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო.
საკითხების განხილვამდე „ქართული ოცნების” წევრებმა დრო ითხოვეს და „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სათამაშო საბრძოლო ტექნიკა, ტანკები და თვითმფრინავები გადასცეს.
“ეს პატარა ტანკი წაუღეთ “ქურქუმალ ვაიტს”, ეს კი – “პუფს”, მელიას, კუდაგრძელიას” – ასე მიმართა „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.
როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, ეს პერფორმანსი სიმბოლოა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ ეღირსება და ეს სათამაშოები შეუძლიათ, შიდაპარტიული ბრძოლისას გამოიყენონ.