ლევან ბეგლარიშვილი სოციალურ ქსელში ქართული პირბადეების კრიტიკას ეხმაურება და წერს, რომ შესაძლოა, დიზაინი მოწონებას არ იმსახურებს, მაგრამ საამაყოა, რომ მსოფლიო დეფიციტის დროს საქართველოში ქარხნული წესით პირბადეები დაამზადეს.
გთავაზობთ პოსტს:
“რატომ არ გეამაყებათ, რომ ამ რთულ პერიოდში, როდესაც მთელ მსოფლიოში დეფიციტია და ვისაც რა მოხვდება ხელში, პირზე იფარებს, ჩვენ რაღაცებს თავს ვართმევთ? ვიღაცების შეკერილ ბანდაჟებს ყიდულობს ხალხი ბაზრობებზე 4-5 ლარად. ეს კი 50 თეთრი ღირს, ქარხნულია, ქართულია. ნუ კაი, ვიზუალურად შეიძლება არ იყოს მიმზიდველი, მაგრამ ეს რომ დემნა გვასალიას გაეძრო, ხომ ყველა გაიკეთებდა მეორე დღეს. პირბადეა რა, თავის ფუნქციას ასრულებს, თან იცი, რომ სწორედ არის დამუშავებული. ტიპებმა იწვალეს, იჩალიჩეს და თავი მოაბეს, პირიქით უნდა შევაქოთ?. ნუ გადაქაჯდებით ახლა?”.