„ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის! – ეს არის კონფლიქტი, რომელიც სასტუმროში მოხდა! ძალადობა მიუღებელია და ძალადობა შობს ძალადობას!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
უმრავლესობის წევრი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში”, გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, როგორც გახარიასთან, ასევე ზვიად ქორიძესთან ბათუმში მომხდარ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება:
გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს
გახარიამ კლინიკა თავისი სურვილით დატოვა.
„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ძალადობა მიუღებელია და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის დასაგმობი – დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც ორივე საქმეზე დაწყებულია. მე არც გამომძიებელი და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვარ. მოხდა დაპირისპირება, მოხდა ძალადობა, რაც არის მიუღებელი. ძალადობა მიუღებელია, რადგან ძალადობა შობს ძალადობას – ამიტომ ძალადობა უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, იქნება ეს მოქალაქე, მედიის წარმომადგენელი, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
„უზრდელი პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე ციხეში სვამენ ჟურნალისტებს… ღია, დაუსჯელი თარეში აქვთ დაწყებული… გახარიაც და ზვიად ქორიძეც კარგად იქნებიან და თქვენ, რუსებზე სულგაყიდულ ქოცებს არაფერი გეშველებათ“ – ელისაშვილი გახარიასა და ქორიძეზე მომხდარ თავდასხმაზე
ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო „შერატონში“ მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: „დიმიტრი სამხარაძესთან მყოფი ადამიანები ზვიად ქორიძეს ჯგუფურად დაესხნენ თავს, ერთ-ერთმა საფეთქელთან მოარტყა რაღაც ნივთი, სათვალე დაიმსხვრა და სახის არეში დაზიანებები მიიღო“ – ქარტია შსს-ს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში „ქორიძეზე თავდასხმა „არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი“.
გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.