გამოცემა People წერს, რომ პამელა ანდერსონი და ლიამ ნისონი ნამდვილად ხვდებიან ერთმანეთს. გამოცემას წყარომ დაადასტურა, რომ მათ ნამდვილად დაიწყეს ურთიერთობა.
„ეს რომანის დასაწყისია. აშკარაა, რომ ისინი შეყვარებულები არიან“ – ამბობს წყარო.
თავად მსახიობები ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ამ ამბავს.
პამელა ხუთჯერ იყო დაქორწინებული, მათ შორის ორჯერ რიკ სალომონზე. 1980-იან წლებში ლიამს ურთიერთობა ჰქონდა ჰელენ მირენთან, ხოლო 1994 წელს ის მსახიობ ნატაშა რიჩარდსონზე დაქორწინდა. რიჩარდსონი 2009 წელს თხილამურებით სრიალისას დაიღუპა. ამის შემდეგ ლიამ ნისონი მეორედ არ დაქორწინებულა.
პამელა ანდერსონისა და ლიამ ნისონის გლამური, კოცნა და ჭორები – ჰოლივუდში ახალი რომანი ჩქეფს
ახალი წყვილი – 58 წლის პამელა ანდერსონისა და 73 წლის ლიამ ნისონის ფლირტი წითელ ხალიჩაზე
72 წლის ლიამ ნისონი გამოტყდა, რომ პამელა ანდერსონზეა შეყვარებული

