LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

72 წლის ლიამ ნისონი გამოტყდა, რომ პამელა ანდერსონზეა შეყვარებული

167
72 წლის ლიამ ნისონი გამოტყდა, რომ პამელა ანდერსონზეა შეყვარებული

ფილმის „შინდლერის სია“ ვარსკვლავი ლიამ ნისონი ამბობს, რომ ის პამელა ანდერსონზეა შეყვარებული. 72 წლის მსახიობმა თქვა, რომ პამელა ანდერსონის მიმართ გულგრილი ვერ დარჩა. ცნობილია, რომ წყვილმა გადაღებებზე ერთად რამდენიმე თვე გაატარა, საუბარია ფილმზე „შიშველი იარაღი“, რომელიც ეკრანებზე 2025 წელს გამოდის.

ჟურნალ People-თან საუბარში ნისონმა ისაუბრა პამელას განსაკუთრებულ ხასიათზე, ის ამბობს, რომ ანდერსონი საოცრად კარგი პარტნიორია, რომ როლში თავისუფლად შედის: „ის შეუდარებელია, მე შეყვარებული ვარ მასზე“, – განაცხადა ლიამ ნისონმა.

თავის მხრივ, ლიამ ნისონი ინტერვიუში პამელა ანდერსონმაც შეაფასა, პამელას თქმით, ცივ ამინდებში ნისონი მას გადაღებებზე საკუთარ პალტოს სთავაზობდა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის წინ ლიამ ნისონის მეუღლე, ნატაშა რიჩარდსონი გარდაიცვალა. მას შემდეგ ნისონის პირადზე, არაფერია ცნობილი.

Paramount ახალ „შიშველ პისტოლეტს“ იღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები