LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს საერთო გამარჯვებაა! დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! – გახარია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

116
FORTUNA.GE-

საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე და საერთო გამარჯვება – ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

გიორგი გახარია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს:

“დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!

დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!

ეს საერთო გამარჯვებაა!”.

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

დარღვევებს შორის არის მოწინააღმდეგის მხრიდან სიცოცხლის მოსპობა, წამება და ღირსების შემლახველი ქმედებები.

 

ჩვენ გავიმარჯვეთ! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! – თეა წულუკიანი

დარწმუნებულნი ვართ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება – ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში: გახარია ”საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე

პოპულარულები