სალომე სამადაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა ეხმაურება.
“ოკუპაცია ნიშნავს სიღარიბეს და მძიმე საცხოვრებელ პირობებს…
ეს საშინელი ტრაგედიაც, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა, ამის შედეგია…
ოკუპაცია, სიღატაკე, უპერსპექტივობა და ბავშვების დაუცველობა უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში…” – წერს სალომე სამადაშვილი.