დეპი-ჰარდის სასამართლო პროცესი ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ეს ის საკითხია, რომელზეც მედია და საზოგადოება კიდევ დიდ ხანს ისაუბრებს. აღნიშნულ თემაზე ამერიკის ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გააკეთა განცხადება.
„როგორი შესანიშნავი წყვილია“ – დონალდ ტრამპმა ჰარდი-დეპის სკანდალურ სასამართლოს პოსტი მიუძღვნა
ამჯერად კი სკანდალურ წყვილზე ოზი ოსბორნის მეუღლემ, შერონმა ისაუბრა და ორივე მხარე სასტიკად გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ შერონი მთელი პროცესის განმავლობაში მხარს ჯონი დეპს უჭერდა, გადაცემაში მან ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, მისი განცხადებით, წყვილი ურთიერთობა არანაირ სტანდარტში არ ჯდება.
„ყველას აქვს თავისი მახინჯი მისწრაფებები ურთიერთობებში, თუმცა მათი კავშირი მართლაც წარმოუდგენლად არასტანდარტული და ექსტრემალური სიმახინჯე იყო. არავინ იცის, რა ხდება ორ ადამიანს შორის რეალურად. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ორივეს ძალიან უჭირს. მე მათ ერთს ვეტყვი, უბრალოდ გააგრძელეთ ცხოვრება!“, – აცხადებს შერონი.