ჯონი დეპმა სკანდალური სასამართლო პროცესი მოიგო და შესაბამისად, მან კომპენსაციის სახით ყოფილი ცოლისგან, ემბერ ჰარდისგან 8 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, მისმა ადვოკატმა, კამილა ვასკესმა განაცხადა, რომ შესაძლოა მსახიობმა ემბერისგან ეს თანხა შეგნებულად არ აიღოს.
„ამ საქმეში, ჯონი დეპისთვის ფულს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არც ახლა აქვს. საქმე ეხებოდა მის გათელილ ღირსებასა და დაკარგულ რეპუტაციას. გამარჯვებას მისტერ დეპისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა. მან ბოლოს და ბოლოს, 6 წლის შემდეგ, დაკარგული ცხოვრება დაიბრუნა“, – განაცხადა ვასკესმა გადაცემაში Good Morning America.
ცნობისთვის, ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, როდესაც ჰარდს ყოფილი ქმრისთვის სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრა, მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ემბერს არ აქვს აღნიშნული თანხა და მას თავის ბანკროტად გამოცხადება მოუწევს.
ჯონი დეპის პირველი ვიდეო ,,ტიკ ტოკზე” და ემბერ ჰარდის მწვავე რეაქცია