LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპის პირველი ვიდეო ,,ტიკ ტოკზე” და ემბერ ჰარდის მწვავე რეაქცია

25453
page

როგორც ცნობილია, ჯონი დეპი, სასამართლო პროცესზე გამარჯვების შემდეგ ტიკ ტოკზე დარეგისტრირდა. მალევე მან მილიონობით გამომწერი მოაგროვა. სულ ცოტა ხნის წინ კი პირველი ვიდეოც გაავრცელა, სადაც მხარდამჭერების მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

„ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ სვლას წინ“, – ასე დაასათაურა ვიდეო დეპმა.

მილიონზე მეტი გამომწერი რამდენიმე წუთში – ჯონი დეპი ,,ტიკ ტოკს” შეუერთდა

„იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დაეხმარება კაცებსა თუ ქალებს, ვინც ჩემს მდგომარეობაში ყოფილა, რომ არ დანებდნენ“, – ჯონი დეპის ვრცელი მიმართვა გამარჯვების შემდეგ

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა არ ესიამოვნა ემბერ ჰარდს და ჯონი დეპის ვიდეოზე მწვავე რეაქციაც გამოხატა. ის აცხადებს რომ ქალთა უფლებები რეგრესს განიცდის.

„რადგან ჯონი დეპი აცხადებს, რომ სვლას აგრძელებს წინ და წინ, შესაბამისად ქალთა უფლებების მნიშვნელობა მიდის სულ უფრო უკან და უკან“, – თქვა ჰარდმა.

„იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, თუ რას მოუტანს ეს სხვა ქალებს… ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და დაბრუნებაა იქ, სადაც ქალებს ხმის ხმამაღლა ამოღების გამო საჯაროდ ამცირებდნენ“ – ემბერ ჰარდის პირველი მიმართვა დამარცხების შემდეგ

https://www.youtube.com/watch?v=dw0c9nhJgp0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები