სასამართლო პროცესზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ჯონი დეპი პირველ კომენტარს აკეთებს. მან ვრცელი მიმართვა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა. დეპმა ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა და განაცხადა, რომ სიმართლე არასდროს დაიკარგება.
„სიმართლე არასდროს დაიკარგება“ – ჯონი დეპის ბოლო ფრაზა და ახალი დეტალები
„ამ სარჩელის მიზანი თავიდანვე სიმართლის გამოვლენა იყო, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნებოდა საბოლოო შედეგი. ვალდებული ვიყავი, სიმართლე სცოდნოდათ ჩემს შვილებსა და ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა. მიჭირს იმის აღწერა, თუ რას ვგრძნობდი საზოგადოებიდან მიღებული უსაზღვრო სიყვარულისა და მხარდაჭერის გამო. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დაეხმარება სხვებსაც, კაცებსა თუ ქალებს, ვინც ჩემს მდგომარეობაში ყოფილა, რომ არ დანებდნენ“, – აცხადებს დეპი.
ემბერ ჰარდი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს