LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმართლე არასდროს დაიკარგება“ – ჯონი დეპის ბოლო ფრაზა და ახალი დეტალები

746
page

როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სკანდალური სასამართლო პროცესი ჯონი დეპსა და ემბერს ჰარდს შორის, დეპის გამარჯვებით დასრულდა.

ჯონი დეპმა სასამართლო დავა მოიგო

სასამართლომ ჰარდის მხარეს დეპისთვის, კომპენსაციის სახით 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, დეპის მხრიდან ჰარდის თაღლითობაში დადანაშაულება მსაჯულებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რის გამოც დეპის მხარე ჰერდს კომპენსაციის სახით 2 მილიონ დოლარს გადაუხდის. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაამტკიცა ჯონი დეპის პოზიცია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა შეთხზა ბრალდებები დეპის მხრიდან ძალადობის შესახებ.

ვერდიქტის გამოტანას დაესწრო ემბერ ჰარდი, თუმცა დარბაზში არ იმყოფებოდა თავად ჯონი, ის ამჟამად ლონდონშია, სადაც უკვე გამართა კონცერტი მეგობართან,  ჯეფ ბეკთან ერთად.

ვიდეო: სასამართლოდან გაპარული და იმიჯშეცვლილი ჯონი დეპი სცენაზე გადაიღეს

ჯონი დეპმა ყველას მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა და საბოლოო სიტყვა ამ ფრაზით დაასრულა: „სიმართლე არასდროს დაიკარგება“.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები