მას შემდეგ, რაც მოსკოვში, “ლუჟნიკის” სტადიონზე გამართული კონცერტის დროს, რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა შეწყდა, უკრაინულ მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიტყვით გამოსვლისას ჰაკერებმა პუტინი გათიშეს.
თავად კრემლში ეს ფაქტი ტექნიკური ხარვეზით ახსნეს.
როგორც მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განმარტა, ეს სერვერის ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა:
“ეს ხარვეზი სერვერის ტექნიკური გაუმართაობის გამო იყო”, – თქვა პესკოვმა და აღნიშნა, რომ “პრეზიდენტის სრული გამოსვლა ერთ წუთში სიტყვასიტყვით გამეორდებოდა”.
შეგახსენებთ, რუსეთში “ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან გაერთიანების დღისადმი” მიძღვნილ კონცერტზე პუტინი სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მისი გამოსვლა მოულოდნელად შეწყდა და კონცერტი გაზმანოვის სიმღერით გაგრძელდა.
უკრაინული გამოცემები საკუთარ ტელეგრამის არხზე წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიმართვაში ჰაკერები ჩაერივნენ.
უკრაინული სააგენტო unian-ის ცნობით, ჰაკერების დამსახურებით, კონცერტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას გამოსვლაზეც დაიკარგა ხმა.
ვრცლად “ლუჟნიკის” სტადიონზე გამართული კონცერტის შესახებ:
უკრაინული მედია: კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას ჰაკერებმა პუტინი გათიშეს