მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ საზეიმო კონცერტ-მიტინგზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს დონბასზე საუბრისას ბიბლიის ციტირება მოახდინა.
„საღმრთო წერილის სიტყვები მახსენდება: „არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე თავგანწირვა მეგობრისთვის“. ეს სიტყვები არის ქრისტიანობის წმინდა წერილებიდან. ეს არის უნივერსალური ღირებულება რუსი ხალხისთვის”, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩატარებული ოპერაციის მიზანია ხალხის გადარჩენა გენოციდისგან.