ეს ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს. ამ კრიმინალებისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება, – აღნიშნულის შესახებ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი X-ზე წერს.
„ვრცელდება სასტიკი, თვითნებური დაკავებების ვიდეოები, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერების, [დაკავებების] რომლებსაც ივანიშვილის სასოწარკვეთილი რეჟიმი ახორციელებს.
ეს ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს. ამ კრიმინალებისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება“, – წერს ჯო უილსონი.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში პოლიციამ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავა
Videos emerging of brutal arbitrary arrests, including of opposition leaders, being made by the desperate Ivanishvili regime. This tyrannical and illegitimate regime cannot silence its people. There will be devastating consequences for these criminals.
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 12, 2025