LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ტკივილი, რაც მე გადავიტანე, აისახა ჩემს ნამუშევრებშიც… დუდუს შემდეგ მე შევქმენი მისი პორტრეტი…“ – რას ამბობს დუდუ დადიანის და, მაკა დადიანი

1702
მაკა დადიანი

„ჩემთვის ყოველი ტილო არის ძალიან ემოციური და ყოველთვის რაღაცასთან არის დაკავშირებული“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გადაცემაში, „მონოლოგი“, შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა, მაკა დადიანმა ისაუბრა.

მაკა დადიანი, რომელიც ცნობილი ქართველი კალათბურთელის, გარდაცვლილი დუდუ დადიანის და არის ამბობს, რომ ძმის დაღუპვით გამოწვეული ტკივილი, მის ნამუშევრებშიც აისახა:

„ყველა მხატვარი ფაქტობრივად თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ქმნის თავის ნამუშევარს.

ჩემთვის ყოველი ტილო არის ძალიან ემოციური და ყოველთვის რაღაცასთან არის დაკავშირებული.

რა თქმა უნდა ეს ტკივილი, რაც მე გადავიტანე, აისახა ჩემს ნამუშევრებშიც…

დუდუს შემდეგ შევქმენი მისი პორტრეტი. ვინც კი ნახა ამბობს, რომ სასწაულად მაქვს დაჭერილი დუდუს სული, მისი სახე, მისი ბუნება.

დღეს ის მამაჩემის სახლში, სადაც ნათელა მაჭავარიანთან ერთად ცხოვრობდნენ, იქ კიდია ეს პორტრეტი“, – ამბობს მაკა დადიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g