მიმდინარე წელი ცნობილი პოპ-მომღერლისთვის, მერაია ქერისთვის საკმაოდ დატვირთული და წარმატებული გამოდგა. მისი კომპოზიციის All I Want for Christmas Is You ახლებურმა ვერსიამ, ამერიკული ჩარტი პირველად დაიპყრი. შემდეგ იყო რეკორდი, თანაც სამი.
ამის შემდეგ კი მერაია ქერი პირველი შემსრულებელი გახდა, რომელიც Billboard Hot 100-ის ლიდერი, 4 ათწლეულის განმავლობაში პერმანენტულად ხდებოდა. სიმღერამ ჩარტების პირველი ადგილი 90-იან, 200-იან, 2010-იან და 2020-იან წლებში დაიკავა.
ახლა კი ვარსკვლავმა უეცრად ახალი ალბომი, The Rarities დააანოინსა, რომელიც 2 ოქტომბერს გამოვა. აღსანიშნავია, რომ ქერის სადებიუტო ალბომის გამოსვლიდან 30 წელი გავიდა, მერაიამაც ამ თარიღის აღნიშვნა ახალი ალბომით გადაწყვიტა.
„ეს თქვენთვისაა ჩემო გულშემატკივრებო, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ჩემ გვერდით ხართ და მგულშემატკივრობთ“. – დაწერა არტისტმა და ახალი ალბომის გარეკანის ფოტოც გაავრცელა.
https://www.instagram.com/p/CEDpOXiJkN1/