LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს უარესია: აშშ-ს მთავარმა ქირურგმა ამერიკელებს მოუწოდა, ნიღბები არ ატარონ

702
ADAMSI

ამერიკელმა ექიმმა ჯერომ ადამსმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ კორონავირუსისგან თავდასაცავად საჭიროა ხელების ხშირი დაბანა და ხველის დროს სახის დაფარვა.

აშშ-ის მთავარმა ქირურგმა ამერიკელებს მოუწოდა, კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით უარი თქვან რესპირატორული ნიღბების გამოყენებაზე.

ტელეკომპანია „ფოქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ექიმმა განაცხადა, რომ ამერიკელები კორონავირუსით დაინფიცირების ნაკლები რისკის ქვეშ არიან. არის საშუალებები, რომლის წყალობითაც შესაძლებელია, თავის დაცვა და არის რაღაცეები რისი გაკეთებაც არ ღირს და ერთ-ერთია პირბადეების შეძენა.

ნიღაბი არ იცავს ადამიანებს დაინფიცირებისგან და რაც ყველაზე მთავარია, ვინც ნიღაბს ყიდულობს, არ იცის მისი სწორად გამოყენება. არასწორად ნიღბის გამოყენება კი ვირუსით დაინფიცირებას უწყობს ხელს“, – განაცხადა ექიმმა ადამსმა.

ადამსმა ამერიკელებს შეახსენა, რომ სეზონური გრიპით აშშ-ში 18 ათასი ადამიანი იღუპება, იმ დროს, როდესაც კორიონავირუსით ამერიკაში ჯერ მხოლოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი.

„ახლა დროა სიფრთხილე გამოვიჩინოთ და პანიკაში არ ჩავვარდეთ“, – განაცხადა ექიმმა.

უკვე გამოყენებულს ახლად ასაღებენ: მსოფლიო პირბადეების მაფიამ მოიცვა (ფოტო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g