კორონავირუსმა მსოფლიოში პირბადეების დეფიციტი გამოიწვია. საქართველოში ზოგიერთ აფთიაქში 20-თეთრიანი პირბადე 2 ლარად იყიდება.
ტაილანდში ერთ ერთი საწარმო დაიხურა, რომელიც უკვე გამოყენებულ ნიღბებს ახლად ასაღებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საწარმოს მესვეურებმა გამდიდრების მარტივ მეთოდს მიაგნეს. უკვე გამოყენებულ პირბადეებს აუთოებდნენ და მოსახლეობაზე როგორც ახლებს, ისე ასაღებდნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ გზით საწარმო დღეში 400 ცალ პირბადეს „ამზადებდა“.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 50 000 -ს მიაღწია.
უხანში კორონავირუსით დაინფიცირებული 98 წლის ქალი გამოჯანმრთელდა