LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხანში კორონავირუსით დაინფიცირებული 98 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

1735
uxani

ჩინეთში, კორონავირუსთან დაკავშირებით, უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველაზე ხანდაზმული, 98 წლის პაციენტი, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა. იგი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან თავის ქალიშვილთან ერთად. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის 24-საათიანი ახალი ამბების ინგლისურენოვანი არხი, CGTN  ავრცელებს.

უხუცესი ქალი უხანის ლიეშენშალის საავადმყოფოში იყო მოთავსებული თავის ქალიშვილთან ერთად. ეს საავადმყოფო ერთ-ერთია იმ ორიდან, რომლებიც ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში რეკორდულად მოკლე დროში აშენდა სპეციალურად ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციასთან გასამკლავებლად.

შეგახსენებთ, დადებითი დინამიკაა ახალი კორონავირუსით დაინფიცვირებულთა გამოჯანმრთელების შესახებ.  მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი – 50 000-ს აღწევს.

48 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა: მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

 

magti 5g