LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა: მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

204
26VIRUS-EXPLAINER-update1-mobileMasterAt3x

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 125-ს აღწევს. ინფიცირებულია 91 ათასამდე ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 48 ათასს აჭარბებს.

ბოლო საათებში პორტუგალიაში, იორდანიაში, ტუნისში, ლატვიაში, სენეგალში, საუდის არაბეთსა და მაროკოში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რიცხვი 5 ათასამდე გაიზარდა სამხრეთ კორეაში, გარდაცვლილია 34 ადამიანი. 2 ათასს აჭარბებს ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები იტალიაში, ქვეყანაში კოვიდ 19″-ს 52 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, ირანში ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მატულობს. ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსის 1,500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 66 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ირანს სპეციალური ავიარეისით 8 ტონა სამედიცინო რესურსი უკვე გაუგზავნა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულია 100 და დაღუპულია 6 ადამიანი, ხელისუფლება რამდენიმე ქვეყანასთან მიმოსვლის შეზღუდვაზე მსჯელობს.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი ლარი გამოყო

ფინანსთა სამინისტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ფინანსური რესურსი გამოუყოს ჯანდაცვის სამინისტროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები