LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს უბედური დღეები არ უნდა დამდგარიყო, ჩემო მფარველო ანგელოზო… ჩვენო პატარებო, დედას როგორ უყვარდით“ – შორენა ონიანს მეუღლე ემოციურად ემშვიდობება

999
შორენა ონიანი

შორენა ონიანის გარდაცვალებამ, რომლის გადარჩენისთვის მთელი საქართველო გაერთიანდა, ყველა დაამწუხრა.

შორენას მეუღლე გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში მეუღლეს ემოციური ვიდეოებით ემშვიდობება.

„ჩვენო პატარებო, დედას როგორ უყვარდით “,

„როგორი ლამაზი იყავი ჩემო პატარა. ყველაზე ლამაზი დარჩები, შენ არასდროს დაბერდები, ყველა კადრი დარჩება შენ პატარებს“,

„ეს უბედური დღეები არ უნდა დამდგარიყო ჩემო მფარველო ანგელოზო, ყველგან გეძებ რომ რამე ახალი ვიპოვო გაგზავნილ კადრებშიც, მაგრამ რომ გამოილევა ეს კადრები, ყველა გზას შენთან მოვყავარ !!!“ – წერს გიგა ცხელიშვილი.

ცნობისთვის, შორენა ონიანი, რომელმაც ტყუპები გააჩინა, გარდაიცვალა.

საზოგადოება მის დასახმარებლად გაერთიანდა, მაგრამ გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მშობიარობის შემდგომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, გოგონა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

„ჩემო შორე, რამდენი იბრძოლე, რამდენს გაუძელი… ერთი მოფერება რა იქნებოდა შენი შვილების, სადაა სამართალი ჩემო გოგო…“ – ახალგაზრდა ქალი, რომლის გადასარჩენად საზოგადოება გაერთიანდა გარდაიცვალა

„ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება.. ჩემი ნება რომ იყოს, მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი“ – შორენა ონიანის მეუღლის ემოციური პოსტი

„რამდენი რამ მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში შენს ცხოვრებაში.. დაოჯახდი, ტყუპები მოავლინე ამ ქვეყანას და სიკვდილიც..“ – შორენა ონიანის ახლობელი შორენას ხელის თხოვნის კადრებს აქვეყნებს და გარდაცვლილს ემოციურ პოსტს უძღვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g