დეკანოზი თამაზ ლომიძე საზოგადოებას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რადგან რუსეთი დღესაც ოკუპანტია.
“ეს უნდა ვუმეოროთ ჩვენს თავს და ჩვენს შვილებს ყოველდღე: გახსოვდეს, რომ სწორედ იმ 9 აპრილის ღამის, იგივე საბჭოთა სამხედროების ნიჩაბია და იგივე მხუთავი გაზია დღესაც ენგურში რომ გიხრჩობს შვილებს, ეზოში გიბამს მავთულხლართებს და თვალებს სთხრის შენს გოგო-ბიჭებს. ამიტომ, არ დაივიწყო 9 აპრილის ქართველთა ბრძოლა და მსხვერპლი საქართველოს თავისუფლებისთვის.
არ შეწყვიტო ბრძოლა, რუსეთი დღესაც ოკუპანტია!”, – წერს დეკანოზი.