LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქრისტიანობაში არ არსებობს ქალის უპირობო მორჩილება, აუცილებელი წინაპირობაა კაცისგან ყოველდღიური თავის გაწირვა მისი ცოლისთვის“ – დეკანოზი თამაზ ლომიძე

65
თამაზ ლომიძე

“არავინ მოგატყუოთ, ქრისტეს მოძღვრება არსად და არასდროს არ მოუწოდებს ქალებს კაცების უპირობო მორჩილებისკენ” – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს ცოლისა და ქმრის ურთიერთობას.

“არავინ მოგატყუოთ, ქრისტეს მოძღვრება არსად და არასდროს არ მოუწოდებს ქალებს კაცების უპირობო მორჩილებისკენ. არ იცნობს ასეთ მცნებას ქრისტიანობა. ქრისტიანმა ქალმა შეიძლება აღიაროს მორწმუნე კაცი ოჯახის თავად, პატივი სცეს და დაემორჩილოს მას, თუ კაცი მთელი მისი არსებით, მთელი ფიქრით და მთელი ცხოვრებით ცდილობს ემსახუროს, დაიცვას და შეუმსუბუქოს მის ქალს ცხოვრება. უფრო მეტიც, თუ კაცი არ არის მზად ქრისტეს მსგავსად სიცოცხლე გაწიროს მეუღლისთვის, არც ქალი არ არის ვალდებული დაემორჩილოს ასეთ კაცს. ქრისტიანობაში არ არსებობს ქალის უპირობო მორჩილება. აუცილებელი წინაპირობაა კაცისგან ყოველდღიური თავის გაწირვა მისი ცოლისთვის“, – წერს თამაზ ლომიძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები