LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ვიდეო ჩვენი ვატიკანის კონცერტის დროს არის გადაღებული…“ – რომის პაპის გარდაცვალების შემდეგ სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი სამძიმრის პოსტს ავრცელებს

193
რომის პაპი

სამების კათედრალის საპატრიარქო სახელმწიფო კამერული გუნდი რომის პაპის გარდაცვალებას ეხმაურება.

გარდაიცვალა რომის პაპი ფრანცისკე

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში გუნდი მადლობას უხდის პაპს ქართულ კულტურაზე გამოჩენილი ყურადღებისა და სიყვარულისთვის.

„საქართველოს, ჩვენი პატრიარქის, ჩვენი მუსიკოს დიდი მოყვარული და მეგობარი გარდაიცვალა. ღმერთმა განუსვენოს მის სულს“. – ნათქვამია პოსტში.

ამასთან, სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი მადლობას უხდის „სიქსტეს კაპელასა და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ქართული გალობა-სიმღერის გაჟღერებისათვის.“

საქართველოს, ჩვენი პატრიარქის, ჩვენი მუსიკოს დიდი მოყვარული და მეგობარი გარდაიცვალა. ღმერთმა განუსვენოს მის სულს. მადლობა სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ქართული გალობა-სიმღერის გაჟღერებისათვის.

Posted by Trinity Cathedral / State Chamber Choir on ორშაბათი, 21 აპრილი, 2025

ცნობისათვის, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, – განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა ვოდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, სამების კათედრალის საპატრიარქო სახელმწიფო კამერულმა გუნდმა ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“ ისტორიული კონცერტი 2022 წლის 26 ივნისს გამართა.

magti 5g