LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ვიღაცის სიცოცხლეს გადაარჩენს, ჯარისკაცები გვიცავენ” – 10 წლის უკრაინელმა ბიჭმა დაბადების დღის ფულით სამხედროებს პორტატული დამტენი უყიდა

946
ing (4)

10 წლის უკრაინელმა ბიჭმა ქვეყნის დამცველების დასახმარებლად მთელი თავისი დანაზოგი გაიღო. 

ოსტაპმა, რომელიც შეპეტოვკში ცხოვრობს, დაბადების დღის ფულით უკრაინელ სამხედროებს მზის ენერგიაზე მომუშავე პორტატული დამტენი უყიდა.

მოზარდის დანაზოგი 300 დოლარი იყო.

საჩუქრის გადაცემის ამსახველ ფოტოებს უკრაინის გენშტაბი აქვეყნებს.

ოსტაპს მანამდე დანაზოგით ტყვიაგაუმტარი ჟილეტის შეძენა სურდა, თუმცა ამისთვის საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდა.

“საჩუქრის გაკეთება თავად მოისურვა. მომიახლოვდა და მითხრა, რომ დაბადების დღესა და დღესასწაულებზე მისთვის მიცემული თანხით სამხედროებისთვის ჯავშანჟილეტს შეიძენდა – “სამხედროს მეტი სჭირდება, ეს თანხა ვიღაცის სიცოცხლეს გადაარჩენს, ისინი გვიცავენ” – ჰყვება ოსტაპის დედა.

მოზარდის ამ საქციელით აღფრთოვანებული ჯარისკაცები კი აღნიშნავენ, რომ ოსტაპის მსგავსი ბავშვების წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება:

“მას შეეძლო ეყიდა სათამაშო, მაგრამ საჩუქარი ჩვენ გადმოგვცა. ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან ახლა უკრაინის ნამდვილი პატრიოტები იზრდებიან. ყველაფერი ნამდვილად კარგად იქნება, ოსტაპის მსგავსი ბავშვების წყალობით”, – ამბობენ ჯარისკაცები.

ოსტაპი ამბობს, რომ მას ნამდვილად სჯერა უკრაინის გამარჯვების, ამ საქციელით კი გამარჯვების კიდევ უფრო მოახლოება სურს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g