როგორ უმკლავდებით თქვენ და თქვენი ოჯახი ომის რეალობას? – ეს ყველაზე რთული კითხვაა იმ კითხვებს შორის, რომელიც დღევანდელ პრესკონფერენციაზე დამისვეს, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პუტინთან მოლაპარაკებას არ ვაპირებ.. რა მოუვა რუსეთს ომში დამარცხების შემდეგ? - არ მაინტერესებს - ვოლოდიმირ ზელენსკი
პუტინი უკვე ის ადამიანი აღარ არის. იქ უკვე აღარავინ არის, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
”ბოლო კითხვა ყველაზე რთულია. მე ისინი, რა თქმა უნდა, მიყვარს, მე მიყვარს ჩემი ცოლი, ჩემი შვილები, ისინი ჩემთვის მთავარი ადამიანები არიან. მე მათ ხშირად ვერ ვხედავ.
ჩემი მშობლები – მე მათ საერთოდ ვერ ვხედავ. ისინი ყველა ჩემს გულში არიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის შვილები ომის დროს ქვეყანაში იმყოფებოდნენ.
„მთავარია, ჩემმა შვილებმა იამაყონ ჩემით. მიხარია, რომ ისინი უკრაინაში არიან, უკრაინულ სკოლებში სწავლობენ. პრეზიდენტისთვის, ამჟამინდელი პრეზიდენტია ის თუ ყოფილი, როდესაც ომის დროს ხარ პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია შენი შვილები აქ გყავდეს, რადგან ქვეყანა აქ არის, რადგან ბიჭები და გოგონები აქ იხოცებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას გაუმართლა ოჯახსა და ქვეყანაში.