LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინთან მოლაპარაკებას არ ვაპირებ.. რა მოუვა რუსეთს ომში დამარცხების შემდეგ? – არ მაინტერესებს – ვოლოდიმირ ზელენსკი

178
ვოლოდიმირ ზელენსკი

გამარჯვება იქნება, რადგან ჩვენ მხარეს არის სიმართლე და არიან შვილები, რომლებიც გვიყვარს. ძალიან ვწუხვართ, როდესაც მათ ფრონტზე ვკარგავთ, რუსები კი არ ითვლიან სიკვდილს. ეს მათი არჩევანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვებისკენ სწრაფვაში პარტნიორების თანადგომა მნიშვნელოვანია.

„ნამდვილად მინდა, გამარჯვებას ამ წელს მივაღწიოთ. ვფიქრობ, თუ ყველა ჩვენგანი – პარტნიორებიც და ჩვენც ქვეყნის შიგნით – ერთ მუშტად შეკრული დავრჩებით და პარტნიორები იქნებიან ერთიანნი ჩვენი გამარჯვებისკენ სწრაფვაში, რადგან ეს არის ღირებულების გამარჯვება, თუ ისინი შეასრულებენ თავიანთ ყველა სიტყვას, გაუძლებენ ვადებს, მე ამის მჯერა, ჩვენ ყველა ჩვენს საშინაო ამოცანას თუ შევასრულებთ, ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან მინდა, ეს წელს მოხდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს, გვაქვს მოტივაცია, თავდაჯერებულობა, გვყავს მეგობრები, დიპლომატია.

ჩვენ თქვენ გვყავხართ, ჩვენ გავაერთიანეთ ყველა ძალა დამპყრობლის ამ შემოტევის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა დამოუკიდებლად ასეთ ომს. შესაძლოა, აშშ შეძლებდა, თუმცა, საბედნიეროდ, მათ არ აქვთ საზღვარი რუსეთთან. უკრაინა კი ამ ომის წინაშე მარტო არ დგას, ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც გვეხმარებიან, ეს ომი და აგრესია არ გავრცელდეს. ჩვენ მკაფიოდ ვაცნობიერებთ, რა სურს პუტინს და კრემლს, ვაცნობიერებთ, რა სურს რუსეთის სამხედრო მეთაურობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველა ფოკუსირებული იყოს თავის წინაშე არსებულ ამოცანაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩინეთის სამშვიდობო გეგმის შესახებ კომენტარი გააკეთა ( დღეს ჩინეთმა უკრაინის ომის დასრულების საკუთარი გეგმა წარმოადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება) და განაცხადა, რომ ეჩვენება, რომ ეს არ იყო ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, არამედ ჩინეთმა გვაჩვენა თავისი აზრები.

 „მეჩვენება, რომ ეს არ იყო რეზოლუცია, არ იყო დეკლარაცია, ეს არ იყო რაიმე ინფრასტრუქტურა. მეჩვენება, რომ ჩინეთმა გვაჩვენა თავისი აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით. და ამაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი, ძალიან კარგია” , – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჩინეთი გეგმაში უკრაინაზე ლაპარაკობს, იქ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ემთხვევა, არის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. საუბარია ბირთვულ უსაფრთხოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს ემთხვევა მსოფლიოს და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. არის რამდენიმე პუნქტი, რომლებიც მესმის. არის მოსაზრებები, რომლებსაც არ ვეთანხმები, როგორც ჩანს, მთელი მსოფლიო არ ეთანხმება. მაგრამ ეს უკვე რაღაც არის.

ვფიქრობ, სწორია ვიფიქროთ, რომ თუ უკვე არსებობს მოსაზრებები, რომლებიც ემთხვევა საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების საკითხებს… ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს, ამ სიტყვის ნორმალური გაგებით და ვიმუშაოთ ჩინეთთან ამ საკითხზე.

ჩვენი ამოცანაა შევკრიბოთ ყველა, რათა ზოგიერთის იზოლირება მოხდეს. აი, ეს არის ჩვენი ყველას ამოცანა“ , – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის არ ეთანხმება შეთავაზებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან თურქეთში მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით.

ზელენსკის თქმით, საკითხი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე განიხილებოდა, თუმცა ერდოღანმა და სხვებმა ვერ შეძლეს პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა, ახლა კი პუტინი იგივე ადამიანი აღარ არის.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა იცის ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს საკითხი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე განვიხილეთ. მე მას ვუთხარი: „დასვით პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან. არ შეიძლება სრულმასშტაბიანი ომის რისკის დაშვება“. მაშინ მან ეს ვერ შეძლო და არა მარტო მან. ახლა ფიქრობს, რომ შეუძლია ამის გაკეთება. ახლა ჩვენ არ შეგვიძლია.

[პუტინი] უკვე ის ადამიანი აღარ არის. იქ უკვე აღარავინ არის, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ ფიქრობს იმაზე, თუ რა მოუვა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხების შემდეგ.

„ბევრმა სახელმწიფომ ნამდვილად დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა მოხდება (რუსეთის) დამარცხების შემდეგ. მე მჯერა, რომ ინფორმაციულად ეს უკრაინის სასარგებლოდ არის. ეს არის სიგნალი ჩვენთვის, რომ სახელმწიფოების უმეტესობას, ყოველ შემთხვევაში ევროპაში, სჯერა უკრაინის გამარჯვების. ეს ნიშნავს მოსკოვის დამარცხებას. მთავარი კითხვა: რა მოუვა რუსეთს, მართალი გითხრათ, არ მაინტერესებს… სიტყვის თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, თავის ხალხზე რომ ეფიქრათ, რომ მათხოვრები არ იყვნენ, მონობა არ ჰქონდეთ და მსგავსი… მდიდარი სახელმწიფო იქნებოდა, რადგან, ბუნებრივია, მდიდარი სახელმწიფოა“, – განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, ყველა ადეკვატური სახელმწიფო ფიქრობს რა გააკეთოს თავისი საზოგადოებისთვის, ვიღაც კი ფიქრობს რა გააკეთოს სხვების წინააღმდეგ.

„ამიტომ, ეს არის მათი ისტორიის, მათი მომავლის საკითხი. და მე ამაზე არ ვფიქრობ… მე მჯერა, რომ ელიტა, თავად რუსეთის ფედერაციის ბიზნესი, რომელიც ახლა აბსოლუტურად სამართლიანად არის სანქცირებული, ამ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მდიდრები არიან, არ მოსწონთ ეს ყველაფერი… მაგრამ ახლა ეს ყველაფერი რომ არ აქვთ, კომფორტი არ აქვთ, როგორ ფიქრობთ, არ იფიქრებენ შიგნით რა გააკეთონ როგორ გადაარჩინოს ეს კაპიტალი?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ვდგავართ უკრაინასთან“ – სოფო ნიჟარაძე რუსთაველის გამზირიდან კადრებს გვიზიარებს

ამ ერს ვეღარ გაარუსებენ! ამ ერს პუტინის მეთოდებით ვეღარ მოათვინიერებენ – ინგა გრიგოლია

მაკა ჩიჩუა: მსოფლიოში ჩვენი კუთვნილი ადგილი უნდა დაგვეკავებინა, თუმცა სამარცხვინო კუთხეში აღმოვჩნდით

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი