აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი კოპენჰაგენში გამართულ მატჩზე მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
გეგეჭკორმა განმარტა, რომ მსგავსი შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ ადგილას მოხდეს, პირველად დახმარებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს.
ექიმი აღნიშნავს, რომ დეფიბრილატორი უნდა იყოს ყველგან, სადაც ბევრი ადამიანი იყრის ერთდროულად თავს.
საშინელება ევროზე: ერიქსენი უგონოდ დაეცა, მას გულის მასაჟი დასჭირდა – რა ხდება
„ახლა რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას და ამ მდგომარეობიდან ადამიანის გამოყვანა პირდაპირ კავშირშია დახმარების დროსთან და დეფიბრილატორის ხელმისაწვდომობასთან. დეფიბრილატორი უნდა იყოს ყველგან, სადაც ბევრი ადამიანი იყრის ერთდროულად თავს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალის ნებისმიერი წევრი ზედმიწევნით ზუსტად უნდა ფლობდეს პირველი დახმარების ტექნიკას. ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება ამ მარტივი წესების დაცვით.
გადარჩენილ სიცოცხლეებს შორის იქნებოდა მამაც, რესპუბლიკური საავადმყოფოს იარის მორიგე ექიმს ოდნავი წამოდგენა რომ ჰქონოდა ამ პროცესზე…”- წერს ნანა გეგეჭკორი.