თბილისის მერი, დავით ნარმანია გერმანიაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე მისი კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებს.
“ეს არის ნამდვილად ჭორი,” – განაცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებთან.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და მოლაპარაკებები არ ყოფილა და მისი გეგმების შესახებ არჩევნების დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი.