LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ესემესი“ მოგიტანეთ“ – შარჟი „ჯეოსელის“ შესახებ (ვიდეო)

6266
Geocell

მოგეხსენებათ, 19 მარტს, საღამოს, „ჯეოსელის“ აბონენტებისთვის როგორც ერთმანეთთან, ასევე ფიჭური კავშირგაბმულობის სხვა კომპანიის აბონენტებთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. მოგვიანებით, „სილქნეტმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ტექნიკური შეფერხების გამო სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის პრობლემა შეიქმნა, რომლის გამოსწორებაზეც მუშაობდნენ.

სოციალურ ქსელში ამ პრობლემის შესახებ უამრავი სტატუსი გამოქვეყნდა.

ჩვენ ვიპოვეთ ვიდეოც, რომელიც და-ძმა გოგეშვილებმა გადაიღეს, „ფეისბუქზე“ კი გიორგი გოგეშვილმა განათავსა.

ვიდეოში გიორგი ზარს რეკავს და „ჯეოსელის“ ერთ-ერთ აბონენტს ქაღალდზე დაწერილ „ესემესს“ აწვდის, შემდეგ მისგან ანაზღაურებას, 6 თეთრს იღებს და შემდეგ სართულზე მიეშურება სხვა მესიჯის მისატანად.

გიორგიმ ასე გააშარჟა „ჯეოსელის“ გუშინდელი ტექნიკური პრობლემა.

„კიდევ ვინმე ხომ არ ელოდებით წერილებს, გამძვრა სიქა. არაფერი პირადული“, დაწერა გიორგიმ.

https://www.facebook.com/gogesvhili/videos/2663819690312908/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g