საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 7 ივნისს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსს და ნევისის ნაკრებს საქართველოში უმასპინძლებს. ფიფას რეიტინგის 73-ე ნაკრები კონკაკაფის ზონაში ასპარეზობს.
ამხანაგური მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 11 ივნისს მოლდოვაში ჩაატარებენ. უახლოესი ორი მატჩისთვის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს საქართველოში გაივლის.
სხვათა შორის, ჩვენამდე, 4 ივნისს კუნძულელები ამხანაგურ მატჩს სომხებთან გამართავენ. 2016 წელს ისინი ესტონეთს შეხვდნენ და ფრედ 1:1 ეთამაშნენ.
სხვათა შროის, ფიფას რეიტინგში სენტ კიტსი და ნევისი საპატიო 73-ე ადგილზეა და ბულგარეთს და ბელარუსს მოსდევს.
სენტ კიტსს და ნევისი სახელმწიფოა კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. შედგება სენტ-კიტსისა და ნევისის კუნძულებისაგან. მოსახლეობა სულ რაღაც 50 ათასი კაცია. ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობას კარიბელი ინდიელები წარმოადგენენ.
დედაქალაქია ბასტერი, რომელიც მდებარეობს კუნძულ სენტ-კიტსზე. ოფიციალური ენა ინგლისურია.